პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელსა და თეა წულუკიანს მოუსმენს

საქართველო, თბილისი - 2021-11-29 15:47:00

მიმდინარე კვირაში, ოთხშაბათს, 1-ლ დეკემბერს, პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, ხოლო პარასკევს, 3 დეკემბერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მინისტრების მოსმენა პარლამენტის რეგლამენტით მინისტრის საათის ფორმატისთვის განსაზღვრული პროცედურებით წარიმართება.

 მიმდინარე კვირაში, რიგი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის გარდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოსმენა იგეგმება.