ზურაბ ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

საქართველო, თბილისი - 2021-11-16 16:29:00

ზურაბ ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

კენჭისყრამდე, რეგისტრაცია 88-მა დეპუტატმა გაიარა. ზურაბ ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა არცერთ კანონმდებელს არ მიუცია. მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში კი, თანხმობა, ასევე, 79-მა დეპუტატმა დააფიქსირა და 2 წინააღმდეგი იყო.

მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს თავად მიმართეს.