ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებსა და "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრის ბორის ყურუას დაკავებას ეხმიანება.
ილვესის თქმით, საქართველო იმ გზას ადგას, რომელიც ცენტრალური აზიის დესპოტურმა რეჟიმებმა გაიარეს.
საქართველო, [ბორის ყურუას დაკავების] მსგავსი ინცინდენტებითა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ძალადობის ამსახველი შემზარავი ფილმით, იმ გზას ადგას, რომელიც ცენტრალური აზიის დესპოტურმა რეჟიმება გაიარეს. მათ არც დასავლური და ევროპული ნორმები ანაღვლებთ, როგორც ჩანს, არც ქართული", - წერს ილვესი.
Georgia, with incidents like this and with the horrific film of abuse of president Saakasvili, is going down the well-trodden road of Central Asian despotisms. They don't care about Western or European norms, nor does Georgian anymore apparently.
— toomas hendrik ilves (@IlvesToomas) November 13, 2021
Georgia's choice of course. 1/2 https://t.co/43z38zAtSb