როცა შენს "მტერს" ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 2021-11-11 15:04:00

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეხმიანება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს, რომელზეც აღბეჭდილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და მისი საკანში განთავსების ფაქტი. 

"როცა შენს "მტერს" ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! "დამარცხებული - საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შეყვანის კადრები გაასაჯაროვა.