ანზორ მელია - 48.33%, მამუკა წოწერია - 51.67% - ხმების დათვლა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 2021-10-31 03:35:00

ანზორ მელია - 48,33%, მამუკა წოწერია - 51,67% - წინასწარი მონაცემები ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

მისი თქმით, რეგისტრირებული 119 798 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 45,28%-მა მიიღო.

"წინასწარი შედეგებით, 5 ნომრით წარდგენილი კანდიდატის ხმების რაოდენობამ შეადგინა 25 230, პროცენტულად 48,33%, 41 ნომრით წარდგენილი კანდიდატის ხმების რაოდენობამ შეადგინა 26 974, პროცენტულად 51,67%.", - თქვა მესხმა.

მესხის თქმით, სულ 15 საჩივარია რეგისტრირებული, რაც ეხება პროცედურულ საკითხებს.