ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საქართველო, თბილისი - 2021-10-30 09:14:00

პარტია "ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მთაწმინდის რაიონში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიძინა ივანიშვილი ხმის მისაცემად მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად იყო მისული.