ანზორ მელია - 54.7%, მამუკა წოწერია - 45.3% - Ipsos-ის კვლევა

საქართველო, თბილისი - 2021-10-28 00:06:00

"მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

კითხვაზე - მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, (ზუგდიდის) მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

ანზორ მელია - 54.7%

მამუკა წოწერია - 45.3%

გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. 

სულ გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპოდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. შედეგები ემყარება ყველა ამ გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი ჩვენს კვლევაში +/- 3%-ია.

შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.