კახა კალაძე - 51.6%, ნიკა მელია - 48.4% - Ipsos-ის კვლევა

საქართველო, თბილისი - 2021-10-27 23:46:00

"მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

კითხვაზე - მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

კახა კალაძე - 51,6%

ნიკა მელია - 48,4%

გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. 

სულ გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპოდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. შედეგები ემყარება ყველა ამ გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი ჩვენს კვლევაში +/- 3%-ია.

შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.