ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე დღეს კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს თიანეთსა და თელავში შეხვდებიან

საქართველო, თბილისი - 2021-10-24 11:42:00

პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დღეს კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს თიანეთსა და თელავში შეხვდებიან
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ. 

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

შეხვედრები მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან თიანეთსა და თელავში გაიმართება.