ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის.
"როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, დღეს, შესწორებების ინიცირება გავაკეთე ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში.
მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის", - წერს ფოტიგა.
Niezależnie od tego, co Państwo powiedzą i co Państwo zrobią w sprawie Polski, ja będę bronić mojego kraju. Zawsze. #AnnaFotyga🇵🇱 #sesjaplenarnaPE🇪🇺https://t.co/mVxFbUGZtq pic.twitter.com/YixcMSSxiG
— Anna Fotyga Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) October 20, 2021
ცოტა ხნით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, "ვერც ფოტიგას ჭკუაზე ვივლით და ვერც კუბილიუსის - ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას. საქართველოში კანონისა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, ეს ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს".