მიხეილ სააკაშვილის სანახავად შვილები მივიდნენ

საქართველო, თბილისი - 2021-10-11 12:43:00

რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შვილები მივიდნენ.

ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა მამას ციხეში შეხვედროდნენ.

"ჩვენ მე და ნიკუშას, მნიშვნელოვანია რომ მოგვეცა ამის საშუალება [ნახვის] რომ მოგვეცა ამის საშუალება, მეათე დღეს და ამას დიდი ხანი ველოდებოდით. ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ოჯახის, არის ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი და აქვე მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ამ მიზანს იზიარებს", - თქვა ედუარდ სააკაშვილმა რუსთავის ციხესთან.

მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისი დედა, გიული ალასანიაც მივიდა.