ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა

საქართველო, თბილისი - 2021-10-08 11:59:00

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ კორპუსი ჩამოინგრა.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. როგორც იუწყებიან, ჩამონგრეულია 5-სართულიანი კორპუსის ერთი ნაწილი. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ჩამონგრევამდე აფეთქების ხმა გაისმა.

არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონიდან  ხდება სამაშველო ბრიგადების მობილიზება.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.