პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მივიდა

საქართველო, თბილისი - 2021-10-07 14:12:00

პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მივიდა. ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

სასულიერო პირი მესამე პრეზიდენტს სავარაუდოდ შიმშილობის შეწყვეტის მოთხოვნას გადასცემს პატრიარქის მხრიდან.

როგორც ბოტკოველი ამბობს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სწორედ პატრიარქის კურთხევით მივიდა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პოლიციამ 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მე-7 დღეა, შიმშილობს.