წინასწარი მონაცემებით, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იქნება

საქართველო, თბილისი - 2021-10-03 10:38:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გორის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი, ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იმარჯვებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხინჩეგაშვილმა ამომრჩეველთა 51.66% მიიმხრო. მას მოსდევს:

ვასილ მახარაშვილი - 32.42% (ნაციონალური მოძრაობა)

კონსტანტინე ანანიაშვილი - 13.37 % (საქართველოსთვის)

ეთერ ჯალაღანია - 2.54% (ევროპული საქართველო)