საქართველოში მივემგზავრები, მაღალი მნიშვნელობის არჩევნებზე დასაკვირვებლად - ანა ფოტიგა

საქართველო, თბილისი - 2021-09-29 11:41:00

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოდის. ამის შესახებ ფოტიგამ სოციალურ ქსელში დაწერა.

ფოტიგას განცხადებით, აუცილებელია არჩევნები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს.

"საქართველოში მივემგზავრები, მაღალი მნიშვნელობის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. უცილებელია არჩვენები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს, არსებული დაძაბულობის მიუხედავად", - წერს ევროპარლამენტარი.