ავღანეთში თალიბანის რეჟიმის მაღალი რანგის წარმომადგენელსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელს შორის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას თალიბანის პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელი მუჰამედ ნაიმი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ნაიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა თალიბანის დროებითი მთავრობის ვიცე-პრემიერ აბდულ ღანი ბარადარსა და ალექსეი მაქსიმოვს შორის შედგა.
"შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონალური უსაფრთხოება და ავღანეთში არსებული მდგომარეობა", - ნათქვამია ნაიმის კომენტარში.
نن د افغانستان اسلامي امارت د رئيس الوزراء مرستيال محترم ملا برادر آخند د جنوبي اوسيتيا جمهوريت د بهرني امنيت ارګانونو له رسمي استازي ماکسیموف سره وليدل.
— Dr.M.Naeem (@IeaOffice) September 23, 2021
په ناسته کې د دواړو هېوادونو په اړونده موضوعاتو، سيمه ايز امنيت او د افغانستان پر وضعيت او وروستيو تحولاتو خبرې وشوې. pic.twitter.com/76cSaBw7MU
"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, სექტემბერში ალექსეი მაქსიმოვი ცხინვალში მოსკოვიდან მიიწვიეს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის უფროსის მოადგილედ დანიშნეს, შემდეგ კი მოსკოვში მიავლინეს წარმომადგენლად.
ცხინვალის ოფიციალური წყაროები ჯერ არ ავრცელებენ ინფორმაციას ალექსეი მაქსიმოვის თალიბანის წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ.
აგვისტოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეპუტატმა დავით სანაკოევმა არ გამორიცხა თალიბანის მიერ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური აღიარება.
Today, Deputy PrimeMinister Mullah Abdul Ghani Baradar, met with Maximov, the official representative of the Republic of South Ossetia. Issues related to both countries, regional security & situation in Afghanistan & recent developments were discussed pic.twitter.com/ElldH0kPUm
— Afghanistan 24/7 (@AfghanUpdates) September 23, 2021