კიევში ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 2021-08-23 19:27:00

კიევში ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

"კიევში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ", - წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.