შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ენ ლინდე

საქართველო, თბილისი - 2021-08-08 13:23:00

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს თავმჯდომარე ენ ლინდე რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავს ეხმიანება.

ენ ლინდეს განცხადებით, შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"დღეს 13 წელი გავიდა რუსეთსა და საქართველოს შორის ომიდან. შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს ყველა მხარეს, იპოვონ კონსტრუქციული გზები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში", - წერს ენ ლინდე სოციალურ ქსელში.