სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმიანება.
სენატორი რიშის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს.
"ქართული ოცნების გადაწყვეტილება გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან არის უარის თქმა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და მიანიშნებს იმას, რომ პარტიას აღელვებს მხოლოდ მომავალი და არა მთელი ქვეყნის მომავალი. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს", - წერს სენატორი რიში.
Georgian Dream’s decision to walk away from the April 19 agreement is an abdication of gov’t responsibility, and seems to indicate that the party only cares about its own future – not that of the entire country. The people of #Georgia deserve better.
— Senate Foreign Relations Committee Ranking Member (@SenateForeign) July 28, 2021