ბენიამინ ნეთანიაჰუმ ნაფტალი ბენეტს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა

საქართველო, თბილისი - 2021-06-13 22:14:00

ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე ოპოზიციის ლიდერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა ისრაელის ახალ პრემიერ-მინისტრს ნაფტალი ბენეტს.

ცოტა ხნის წინ, ისრაელის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა პარტია "იამინას" ლიდერის, ნაფტალი ბენეტის კოალიციურ მთავრობას, რითაც დასრულდა ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობის პერიოდი.

ახალი სამთავრობო კოალიცია 8 პარტიის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. 

სამთავრობო კოალიციას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, 59 წინააღმდეგ წავიდა.

ისრაელის ახალ მთავრობას მემარჯვენე პარტიის "იამინას" ლიდერი ნაფტალი ბენეტი პირველი ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს, მომდევნო ორი წელი კი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი იქნება.