ენერგოობიექტების განმკარგველი ვერა ქობალიას ნაცვლად ალექსანდრე ხეთაგური ხდება

საქართველო, თბილისი - 2010-11-04 15:17:00

ოთხი სახელმწიფო ენერგოობიექტის განმკარგველი ვერა ქობალიას ნაცვლად ალექსანდრე ხეთაგური ხდება.

ამიერიდან, "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის", "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის"
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილისა და გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა "საქრუსენერგოს" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 50% აქციებს "საწარმოთა მართვის სააგენტოს" ნაცვლად უშუალოდ ენერგეტიკის სამინისტრო განკარგავს.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქარველოს მთავრობამ უკვე მიიღო და აღნიშნული "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განხორციელდა.