ნეთანიაჰუ ისრაელის მხარდაჭერისთვის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს მადლობას უხდის

საქართველო, თბილისი - 2021-05-16 14:57:00

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მხარდაჭერისთვის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს მადლობას უხდის.

"მადლობა ისრაელის გვერდით მტკიცედ დგომისა და ჩვენი უფლების მხარდაჭერისთვის, თავი დავიცვათ ტერორისტული თავდასხმებისგან", - წერს ნეთანიაჰუ მიკრობლოგ "ტვიტერზე".