ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შეთანხმების ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კუბილიუსი მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.
კუბილიუსის განცხადებით, საქართველოს ძლიერი და კონსტრუქციული ოპოზიცია ესაჭიროება.
"ჩემო ძვირფასო მეგობრებო საქართველოში ნაციონალური მოძრაობიდან! მინდა მოგიწოდოთ ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას და შეუერთდეთ პარლამენტს! საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია, რათა მთავრობის კონტროლი მეტად ეფექტური გახდეს. ასე მუშაობს დემოკრატია ევროპაში! იმედი მაქვს, რომ იგივეს ვიხილავთ საქართველოში!", - წერს კუბილიუსი.
My dear friends from UNM in Georgia! I would like to urge you to sign the agreement and join the Parliament! 🇬🇪needs strong & constructive parliamentary opposition to make control of the government effective. It is how democracy works in Europe! Hope to see the same in Georgia!
— Andrius Kubilius (@KubiliusA) May 11, 2021