ლევან ვასაძე პრეზიდენტობისთვის ბრძოლას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 2021-05-06 23:37:00

დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას ლევან ვასაძე პრეზიდენტის თანამდებობაზე - "ღამის კურიერის" ეთერში ის ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს. 

"გვჭირდება დემოკრატიული პრეზიდენტი, ხალხის მიერ არჩეული ძლიერი პრეზიდენტი, ვისაც ხალხი აირჩევს," - ამბობს ბიზნესმენი.

წამყვანის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, საკუთარი თავი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელოს, ვასაძე პასუხობს :

"რადგან პოლიტიკაში შემოვედი, ეს შესაძლებელია, ისევე, როგორც ყველასთვის, ვინ პოლიტიკაში მონაწილეობს."