სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2021-04-27 10:46:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს. 
➡ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 1 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული, მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
➡ ამავე ტერიტორიაზე, მოქალაქებს ავტომანქაების ძარაზე,  წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - 8მ3-მდე ფიცარი, 1 მ3-მდე ძელაკი და 7 ერთეული ნაგვერდული  ფარულად ჰქონდათ განთავსებული. 
❗ ავტომანქანები და უკანონო ხე-ტყე დაილუქა. საქმის  გადაიგზავნება შესაბამის უწყებებში.
✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.