საქართველოში COVID-ვაქცინით 38 553 ადამიანმა ისარგებლა

საქართველო, თბილისი - 2021-04-26 11:41:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ამ დროისათვის ქვეყანაში COVID-ვაქცინაციით 38 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

უწყების ინფორმაციით, 8 აპრილის მონაცემებით ჯამურად აიცრა 38 553 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისთვის. მოგვიანებით, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო არიან 55+ ასაკის მოსახლეობა, ასევე ორგანოგადანერგილი და დიალიზზე მყოფი ადამიანები.

ვაქცინაცია მიმდინარეობს AstraZeneca-ს და Pfizer-ის პრეპარატებით. 4 მაისიდან იგეგმება ჩინური "სინოფარმის" პრეპარატის გამოყენებაც.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.