იმერეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2021-04-26 11:13:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.

➡ ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი. თითო-თითო ფაქტი კი - ვანის, ტყიბულისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.

➡ მოქალაქეები, წაბლის, რცხილის, წიფლისა და მუხის სახეობების, ჯამში დაახლოებით 8 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტისა (ფიცარი) და საშეშე მერქნის, ასევე 20 ერთეული აკაციისგან დამზადებული ბოძების ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ.

❗ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტრანსპორტირების საშუალებები და მათზე განთავსებული ხე-ტყე დალუქეს და შესაბამისი აქტები შეადგინეს.

✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.