ჭალადიდის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 2021-04-23 13:59:00

გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“  სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.  
ხობის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება.  სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ჭალადიდის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.  
სოფელ ქვალონში ხე-მცენარეებისა  და ნატანი მასისგან ჯამში 7,5 კმ სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული  არხები იწმინდება.  
ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტში 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე  სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.  
დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ივნისში დასრულდება.