26 აპრილიდან COVID-სამკურნალო დაწესებულებებს ათასი საწოლი დაემატება

საქართველო, თბილისი - 2021-04-23 13:29:00

26 აპრილიდან COVID-სამკურნალო დაწესებულებებს ათასი საწოლი დაემატება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ორშაბათიდან უკვე იქნება 6 500 საწოლი.

„საწოლებს რაც შეეხება, ორი დღის წინ გამოიცა დამატებით ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს ათასი საწოლის დამატებას, აქედან გამომდინარე ორშაბათიდან ჩვენ გვექნება 6 500 საწოლი. დღეის მდგომარეობით მკურნალობას გადის 3 600-მდე პაციენტი, მობილიზებულია 5 500 საწოლი, აქედან გამომდინარე, საწოლების დეფიციტი არ არის“, – განაცხადა ტიკარაძემ.