ლენტეხში უკანონო სახერხი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2021-04-23 13:03:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლენტეხში უკანონო სახერხი გამოავლინეს.

➡ მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი მიწის ნაკვეთზე ჰქონდა განთავსებული. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი დანადგარი დალუქეს.

❗ ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.