ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2021-04-22 15:26:00

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 23, 24 და 25 აპრილს იასამნის ყვავილობის აღსანიშნავი დღეები გაიმართება. 

ღონისძიების ფარგლებში, ბოტანიკური ბაღის სტუმრებს საშუალება ექნება, იასამნების საკოლექციო ნაკვეთი დაათვალიეროს, რომელიც 75-მდე ჯიშის 700-მდე ეგზემპლარ იასამანს ითვლის.

ღონისძიება დამთვალიერებელს სამი დღის განმავლობაში, 12:00-დან 17:00 საათამდე უმასპინძლებს.