საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2021-04-19 10:57:00

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 949 შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 659 პაციენტი გამოჯანმრთელდა.