საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2021-04-18 11:40:00

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3939 შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 783 პაციენტი გამოჯანმრთელდა.