ჭიათურის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 2021-04-17 14:20:00

საბურთალოს რაიონში, ჭიათურის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, პროექტის ფარგლებში, ნასიძისა და ბზვანელის ქუჩების ნაწილის რეაბილიტაციაც ხორციელდება.

სამუშაოების შედეგად, სანიაღვრე ქსელი 400 გრძივ მეტრზე მოეწყო და ჯამში, 3 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

"ამ ქუჩებზე რთული მდგომარეობა იყო - არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნიდა. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ახლა კი, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სამუშაოებს კომპანია „L&L“ ასრულებს.

პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 265 000 ლარით.