17 აპრილი ჰემოფილიის მსოფლიო დღეა

საქართველო, თბილისი - 2021-04-17 10:51:00

🔴ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.

🔴პროგრამით მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

🔴იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს:

✔️ ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება სრულად, თანაგადახდის გარეშე, კომპონენტისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

2021 წლის ბიუჯეტია - 7 000 000 ლარი;

✔️ ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას.

2021 წლის ბიუჯეტია 200 000 ლარი.

ამბულატორიული მომსახურება:

1. ჰემატოლოგის და სხვა სპეციალისტების კონსულტაცია;

2. სისხლდენებისა და სისხლჩაქცევების დროს სისხლის კომპონენტების, ჰემოსტატიკების და ფაქტორების ტრანსფუზია;

3. კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები (მათ შორის, გამოკვლევები სწრაფი ტესტებით В და C ჰეპატიტებსა და აივ-ინფექციაზე);

4. სისხლის შედედების ფაქტორების გამოკვლევა;

5. თრომბოციტების ფუნქციური გამოკვლევა;

6. ფიზიოთერაპიული მომსახურება (ფიზიოთერაპიული ვარჯიშები).

სტაციონარული მომსახურება:

1. ჰემორაგიული დიათეზის შემთხვევებში ჰოსპიტალური მომსახურება;

2. ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული ორთოპედიული მომსახურება.