Pfizer-ის მეორე დოზისათვის რეგისტრაცია დღეს საღამოდან დაიწყება

საქართველო, თბილისი - 2021-04-16 14:55:00

საქართველოს მოქალაქეებისათვის Pfizer-ის მერე დოზისათვის რეგისტრაცია დღეს საღამოდან დაიწყება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, მოქალაქეებს Pfizer-ით ვაქცინაცია შეეძლებათ მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაიკეთეს პირველი დოზა.

გაბუნიას განმარტებით, ვაქცინაციის რეგისტრაციის გახსნასთან დაკავშირებით, ადრესატებს სმს შეტყობინებებიც მიუვათ.