წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის  უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2021-04-16 10:24:00

 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის  უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. 
➡  სოფელ დაბა ჯვარში შეჩერებულ ავტომანქანში 1 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტის - ფიცარი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წამოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. 
✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.