"ევროპის უნივერსიტეტსა" და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 2021-04-14 15:13:00

"ევროპის უნივერსიტეტსა" და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამენ.

უნივერსიტეტები ითანამშრომლონ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობა, ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების დაგეგმვა/განხორციელება, ინფორმაციის ურთიერთგაზიარება, სამეცნიერო/კვლევით პროექტებში მონაწილეობა და სხვა.