ვცდილობთ რომ მძიმე ლოკდაუნი ქვეყანაში აღარ იყოს - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 2021-04-14 14:18:00

ვცდილობთ რომ მძიმე ლოკდაუნი ქვეყანაში აღარ იყოს, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ კი რეკომენდაციების დაცვა მოხდება ქვეყანა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას თავიდან აიცილებს.

მისივე განმარტებით, 2 კვირის დადებითობის კოეფიციენტი 2.52%-ია, თუმცა შეზღუდვების დაწესება მხოლოდ ამ ინდიკატორზე დამოკიდებული არ არის.