საქართველოში COVID-19-ის მესამე ტალღა დაიწყო - გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 2021-04-12 14:13:00

საქართველოში COVID-19-ის მესამე ტალღა დაიწყო. განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

ამირან გამყრელიძის განცხადებით,​ ეპიდსიტუაცია როგორც მსოფლიოში, ევროპაში, ისე საქართველოში თანდათან, მეტად რთულდება.

"მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში COVID-19-ის მესამე ტალღა დაწყებულია. რეალურად, ჩვენთანაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დაიწყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.