მარიხუანის სრული ლეგალიზაციის შემთხვევაში "გირჩი" პარლამენტში შევა

საქართველო, თბილისი - 2021-04-12 11:36:00

"გირჩი" ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ "ქართული ოცნება" დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას:

. ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;

. კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებისგან;

. რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;

. პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულებს ექნებათ უფლება, თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;

. ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;

. რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;

. მოხდება მარიხუანას სრული ლეგალიზაცია;

პარტიის ინფორმაციით, თუ მეათე მოწვევის პარლამენტი შეძლებს ჩამოთვლილთაგან რომელიმე ცვლილების სრულფასოვანად განხორციელებას, „გირჩი“ ამ პარლამენტში შევა და მიიღებს მონაწილეობას ამ რეფორმათა განხორციელებაში.