ანანურის გზაზე ტრაილერი ამობრუნდა - მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2021-04-11 19:49:00

ანანურის გზაზე ტრაილერი ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ტრაილერის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: მთავარი არხი