თბილისში, ახალ გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა

საქართველო, თბილისი - 2021-04-11 18:09:00

თბილისში, ე.წ. ახალ გზაზე, წვიმის შედეგად, ფერდიდან კლდის მასა ჩამოიშალა. 

ინცინდენტის შედეგად ერთი ავტომობილი დაზიანდა. შემთხვევა გვირაბთან ახლოს მოხდა, რის შედეგადაც გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა 1 საათის განმავლობაში შეზღუდული იყო. 

ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და სატრანსპორტო მოძრაობაც აღდგა.

ფოტო: რუსთავი 2