არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველო, თბილისი - 2021-04-09 11:37:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ, დეპუტატებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრებმა მემორიალი  სიმბოლურად - ტიტებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 32 წლის წინ, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.