კახა კალაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველო, თბილისი - 2021-04-09 10:28:00

თბილისის მერმა კახა კალაძემ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
 
დედაქალაქის მერი პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა  რუსთაველის გამზირზე, სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
 
"9 აპრილი არის დღე, რომელმაც ტრაგიკული ფურცელი ჩაწერა საქართველოს ისტორიაში. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ერთობის სიმბოლოდ იქცა. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა და ამ ყველაფრისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს თბილისის მერის მოადგილეებმა.