თეა ახვლედიანმა 9 აპრილს დაცემულ მამულიშვილთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველო, თბილისი - 2021-04-09 09:59:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის, ეროვნული ერთიანობის და საზოგადოებრივი თანხმობის დღესთან დაკავშირებით 9 აპრილს დაცემულ მამულიშვილთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.