ვაქცინაციის დაწყების დღიდან საქართველოში 15 693 ადამიანი აიცრა

საქართველო, თბილისი - 2021-04-08 12:15:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ამ დროისათვის ქვეყანაში COVID-ვაქცინაციით 16 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა.

უწყების ინფორმაციით, 8 აპრილის მონაცემებით ჯამურად აიცრა 15 693 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისთვის. მოგვიანებით, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო არიან 55+ ასაკის მოსახლეობა, ასევე ორგანოგადანერგილი და დიალიზზე მყოფი ადამიანები.

ვაქცინაცია მიმდინარეობს AstraZeneca-ს და Pfizer-ის პრეპარატებით. უახლოეს მომავალში იგეგმება ჩინური "სინოფარმის" პრეპარატის გამოყენებაც.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.