ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბზის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2021-04-08 10:50:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბზის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

➡მოქალაქე, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა ოთხი ტომარა ბზის ტოტის ტრანსპორტირებას, რომელიც მან ყვარლის სატყეო უბანში უკანონოდ მოიპოვა.

❗მოქალაქის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.