მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 2021-04-07 11:32:00

სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ისინი სავარაუდოდ ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ.

მაშველები ამ დრომდე განაგრძობენ კიდევ ერთ დაკარგული ადამიანის ძიებას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.