ევროსაბჭო სოფელ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 2009-11-17 10:39:00

ევროსაბჭო სოფელ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

ამის შესახებ ევროკავშირის გენერალური მდივნისა და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაშია ნათქვამი.

"ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სამხრეთ-ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ მოზარდების ხანგრძლივი დაკავების გამო. პოლიტიკა მოზარდების დაპატიმრების მიზეზი ევროპაში არ უნდა იყოს", _ ნათქვამია განცხადებაში.